16 ივნისს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პროფესიულ სტუდენტთა გაცდენების, შეფასებისა და განმეორებითი შეფასების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები.
შეხვედრის მიზანი იყო ამ მიმართულებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მიდგომების განხილვა, პრობლემების იდენტიფიცირება და სამომავლოდ ერთიანი რეკომენდაციების ჩამოყალიბება, რომელიც შემდგომში გაზიარებული იქნება ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.