მიმდინარე წელს ხორციელდება პროფესიულ კვალიფიკაციათა ფორმირების შესაძლებლობების განვითარება, გაანალიზდა ინჟინერიის, ხელოვნების, სოფლის მეურნეობის სფეროს არსებული კვალიფიკაციები, შესწავლილ იქნა სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო პროგრამები და მისაღწევი სწავლის შედეგები. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს მოქმედ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში საერთაშორისოდ ცნობადი კვალიფიკაციების ფორმირებასა და არსებული პროფესიული პროგრამების განვითარებას.
მეტად მნიშვნელოვანია პროფესიული კვალიფიკაციების გამჭირვალობა, კურსდამთავრებულთათვის სხვა ქვეყნებში დასაქმების ან/და სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა, საერთაშორისოდ კვალიფიკაციების თავსებადობისა და მათი ცნობადობის ამაღლება, რისთვისაც სასურველია დაინერგოს პროფესიული დიპლომის დანართის ფორმა, რომელიც ეფუძნება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის რეკომენდაციებს. წარმოგიდგენთ ევროპის დიპლომის დანართის ფორმის პროექტსა და მისი შევსების ინსტრუქციას (იხ. დანართების სახით).
დიპლომის დანართი
დიპლომის დანართის შევსების გზამკვლევი
ამდენად, ცენტრი გასცემს რეკომენდაციას პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პროფესიულ დიპლომთან ერთად გასცენ დიპლომის/სერტიფიკატის დანართის ფორმა, წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად.
აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით კითხვების ან მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვამრთოთ t.nadiradze@eqe.ge t.rukhadze@eqe.ge
წარმოდგენილი დანართის პროექტის ფორმის დანერგვის საფუძველია შემდეგი დოკუმენტები:
• ევროპის საბჭოს 1992 წლის 3 დეკემბრის 93/C 49/01 რეზოლუცია კვალიფიკაციების გამჭვირვალობის შესახებ;
• ვროპის საბჭოს 1996 წლის 15 ივლისის 96/C 224/04 რეზოლუცია პროფესიული მომზადების კვალიფიკაციების გამჭვირვალობის შესახებ;
• ევროპარლამენტისა 2001/613/EC და ევროპის საბჭოს 2001 წლის 10 ივლისის რეკომენდაცია სტუდენტების, მომზადების პროცესში მყოფი პირების, მოხალისეების, მასწავლებლებისა და ტრენერების მობილობის შესახებ.