FAQ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდულის პრეზენტაცია

13 ივნისი 2017


9 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული მოდულის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. მოდული სასოფლო-სამეურნეო კოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში კომპანია ევროლუქსერის მიერ შემუშავებული ტრენინგ კურსების საფუძველზე შეიქმნა და მიზნად ისახავს ტრენინგ-კურსების ინსტიტუციონალიზაციას.
პრეზენტაციას განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის, კომპანია ევროლუქსერის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. მოდულმა დადებითი შეფასება მიიღო, ის უმოკლეს ვადებში დადგენილი წესით იქნება ინიცირებული დასამტკიცებლად.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდულის პრეზენტაცია