FAQ

საგანმანათლებლო ჩიხების აღმოფხვრაზე მუშაობა გრძელდება

14 ივნისი 2017

13 ივნისს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და გაეროს განვითარების პროგრამასთან გაფორმებული საგრანტო შეთანხმების პირველი კომპონენტის წარმომადგენელთა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრა გაიმართა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში. კოლეჯი ორ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (დუალური) პრინციპით. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროგრამების მიმდინარეობის, ასევე ახალი ზოგადი მოდულების ინტეგრირებისათვის მზაობის საკითხი. ახალი, ზოგადი მოდულების შემოღება მიზნად ისახავს საბაზო განათლების მქონე პროფესიულ სტუდენტებს განუვითაროს ისეთი სწავლის შედეგები, რაც მათ შემდგომი საფეხურის, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს და ამით არსებული საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

საგანმანათლებლო ჩიხების აღმოფხვრაზე მუშაობა გრძელდება