პირველ ივნისსს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე თანამშრომლებთან ერთად ესტუმრა თბილისის მე-200 საჯარო სკოლას, რომელშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სწავლობენ.
ცენტრის დირექტორმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საჩუქრებით მიულოცა და პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ სტუდენტების მიერ სპეციალურად მათთვის გამომცხვარი ტორტი საზეიმოდ გაჭრა.