FAQ

მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯ აისში

31 მაისი 2017


სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო კურსებზე დაკვირვების მიზნით მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფის წევრები საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ ესტუმრნენ.

კოლეჯი ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებისა და ცხოველების მოვლის საორიენტაციო კურსებს ახორციელებს. სკოლის მოსწავლეები სახალისო და საინტერესო სწავლების მეშვეობით პრაქტიკულად ეცნობიან პროფესიებს.

სწავლების პროცესი მიზნად ისახავს მოზარდების თვითგამორკვევის ხელშეწყობას, მათთვის შრომითი უნარებია და კონკრეტული პროფესიული კომპეტენციების განვითარებას.

სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო კურსები გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯ აისში