12 მაისი 2017
11 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა დარგობრივი შეხვედრა ფილამწყობის მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მონაწილეობით.
შეხვედრა მიზნად ისახავდა აღნიშნული დარგის მიმართულებით მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარებას.