10 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული განათლების საკითხებში. შეხვედრას ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.