8 მაისი 2017
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA Georgia) პროექტთან „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ თანამშრომლობით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აგრარული უნივერსიტეტის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგრანტო პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ წარმომადგენლები.
მხარეებმა განიხილეს ფერმერის კვალიფიკაციისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროფესიების საკითხები და სამომავლო შეხვედრების თარიღები განსაზღვრეს.