26 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით გაიმართა პროფესიულ განათლებაში ხარისხის მართვის თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს MCA-Georgia „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში შექმნილი კონცეფცია პროფესიულ განათლებაში ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებთან დაკავშირებით პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ანალიზისა და მათი გაუმჯობესების გზების შესახებ და კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს მიერ მომზადებული პრეზენტაცია არაფორმალური განათლების აღიარების პრინციპებსა და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.
თემატური ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს წარმოდგენილი საკითხების შესახებ. სხდომის ფარგლებში განისაზღვრა მომავალი სამუშაო შეხვედრის თემატიკა.