განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მუშაობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მექანიზმების გაუმჯობესებასა და დანერგვაზე. განახლებული მექანიზმების ეფექტურად დასანერგად ცენტრში მიმდინარეობს უსდ-ების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება. ექსპერტთა მოსამზადებლად მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეულ იქნა ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი, აჰიმ ჰოპბახი. მისი ხელმძღვანელობით, პირველ ეტაპზე შერჩეულ ექსპერტებს 10-12 აპრილს ჩაუტარდათ ტრენინგი (TOT). ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ დამსაქმებლის და სტუდენტების კვოტით შერჩეული ექსპერტები. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ექსპერტის როლი შეფასების პროცესში, შეფასების პროცესი, მიდგომები და მეთოდები, ექსპერტთა დასკვნის მომზადება.
მომზადებული ექსპერტები შემდგომში თავად ჩაატარებენ ტრენინგებსა და ვორქშოფებს, როგორც სხვა ავტორიზაციის ექსპერტების, ასევე უსდ-ების წარმომადგენლებისთვისთვის.