26 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების მონიტორინგის მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები და სამოქმედო გეგმა.
სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსები კოლეჯებისა და მათი პარტნიორი სკოლების თანამშრომლობით განხორციელდება. პილოტირებისათვის შერჩეულია 4 კოლეჯი და 10 სკოლა. მიმდინარე წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, სასწავლო პროცესი კი 2017 წლიდან დაიწყება. ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგრანტო ხელშეკრულების ნაწილია და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეთა ჩართვას მათთვის საინტერესო პროფესიულ კურსებში.