FAQ

„ინტეგრირებული პროგრამების“ პილოტირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

24 ნოემბერი 2016


17-18 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგების მორიგი ეტაპი იმ პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაციის პილოტირებაში ჩაერთვებიან.

ტრენინგები ჩატარდა შემდეგი მოდულების ფარგლებში: მეწარმეობა, კომუნიკაცია ქართულ ენაზე, მოქალაქეობა, მათემატიკური წიგნიერება, მეცნიერება და ტექნოლოგიები.
პილოტირებისათვის შერჩეულია მეოთხე საფეხურის ორი პროგრამა - მეხილეობა და მეცხოველეობა. ტრენინგის მონაწილე მასწავლებლები სიღრმისეულად გაეცნენ „ინტეგრირებულ მოდულებს“, თემატურად იმსჯელეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მოდულების ავტორებისგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, ასევე, განიხილეს სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ტრენინგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა.

„ინტეგრირებული პროგრამების“ პილოტირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს