სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახური მართავს კონსულტაციებს დაინტერესებული პირებისთვის.
ყოველ პარასკევს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტირებით. ამისათვის საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზთან დაკავშირება და წინასწარი ჩაწერა.
Covid 19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით კონსულტაციები ტარდება დისტანციურად, Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.
ცხელი ხაზი - (+995 32) 2200 220 (*3599).