FAQ

მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში - SQUARE

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას და როგორც პარტნიორი ჩართულია პროექტში - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE), რომელმაც Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 გამარჯვებულია.

 

პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდება მეთოდოლოგია და გზამკვლევები მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებულებებ შემუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესაბამისად იმშავებს მესამე მისიის აქტივობების შეფასების მეტ ინტეგრირებაზე უმაღლესი განათლების ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმებში.

 

პროექტს განახორციელებს კონსორციუმი, შემდეგი შემადგენლობით:

 

1. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი)

2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

3. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი

6. გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

8. კავკასიის უნივერსიტეტი

9. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

10. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

11. მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (European Foundation for Management Development (EFMD))

12. ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორია (Conservatoire national des arts et métiers - le Cnam)

13. ტურკუს უნივერსიტეტი (University of Turku, UTU)

14. ლისაბონის ნოვა უნივერსიტეტი (Universidade Nova de Liboa (UNL)

 

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს  -  http://www.square.tsu.ge/en