ავტორიზაციის პირობების შემოწმება თვითშეფასების გზით
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. თვითშეფასების ფორმასა და განხორციელების წესს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების რეავტორიზაციის ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე -https://eqe.ge/ka/page/static/477/formebi