FAQ

საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება

ცენტრი ახდენს საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირების მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას და უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან თავსებადობის დადგენას. (გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირს არ შეუძლია, ცენტრში წარმოადგინოს მის მიერ უცხოეთში განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.)

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება;

2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

3. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);

4. საერთაშორისო დაცვის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

5. საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და/ან განმცხადებლის მიერ მიეთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

 

 6. შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 70 ლარი. ამასთან, ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროცედურით გათვალისწინებული გამოცდის შეფასებას, უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს საფასური, შესაფასებელი კვალიფიკაციის/სწავლის შედეგების თავისებურებების გათვალისწინებით. (ელექტრონული გადახდა )
*გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ იმ პირის სახელი, გვარი პირადი/პასპორტის ნომერი, ვისაც ცენტრმა უნდა გაუწიოს მომსახურება (საგანმანათლებლო დოკუმენტების მფლობელის). 

7. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.

 

ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:

 

დასახელება: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საიდენტიფიკაციო კოდი: 202330566
მიმღების ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
მიმღები ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ნებისმიერი უცხოენოვანი დოკუმენტი საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!