FAQ

როგორ ვთანამშრომლობთ სტუდენტებთან

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების მრავალმხრივი და სრულფასოვანი შეფასების მიზნით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პროცესში სტუდენტების ჩართვა. ექსპერტთა კორპუსში ცენტრი ყოველთვის რთავს სტუდენტთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის პროცესებში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტის ფუნქციებია:
 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად შეფასების პროცესში მონაწილეობა, რაც მოიცავს:
 

  • დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საავტორიზაციო დოკუმენტაციის შესწავლას;
  • დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შენიშვნების, მოსაზრებების და კითხვების ჩამოყალიბებას;
  • საავტორიზაციო ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • საავტორიზაციო ვიზიტში მონაწილეობას, რომლის დროსაც უნდა შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება;
  • ვიზიტის შემდეგ შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის მომზადებაში მონაწილეობას;
  • შესაბამისი საკითხის განხილვაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას. 
  • მონაწილეობა ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში;
     


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი სტუდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

  • სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონა;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა;
  • "ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG)" 2015 წლის დოკუმენტის ცოდნა;
  • "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;
  • "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;
  • "საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
  • „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება; უნარები
  • კომპიუტერული უნარების ქონა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა

     

სტუდენტები ასევე წარმოდგენილი არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოში, აკრედიტაციის საბჭოში და ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში.