საკოორდინაციო საბჭო

ცენტრის საკოორდინაციო საბჭოსთან შეხვედრის ოქმი N1 26 ოქტომბერი, 2020 წელი

 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმი N1

 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის - საკოორდინაციო საბჭო არის ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კოლეგიური ორგანო.
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების მე-51 მუხლის მიხედვით საკოორდინაციო საბჭო განიხილავს:

 

ა) ცენტრის სამოქმედო/სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებებისა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ;

ბ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი

გაუმჯობესების მიზნით;

გ) ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს და ცენტრის საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის პროექტებს;

დ) ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს, მათ შორის - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ განხორციელებულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს;

ე) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს ცენტრის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციისთვის;

ვ) განიხილავს ცენტრის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების შედეგად მიღებულ შედეგებს და ცენტრის საქმიანობის განვითარების მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ზ) ცენტრის შინაგანაწესის პროექტს;

თ) ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს;

ი) ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას.

საკოორდინაციო საბჭოს წევრები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესებში.

 

საკოორდინაციო საბჭოს უფლებები და მოვალეობები რეგულირდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №89/ნ)

 



საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოსილების წლები (2018-2020 წლები)

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის - საკოორდინაციო საბჭოს წევრები:

 

 

ა) ჰელი მატისენი - ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) დირექტორი;

ბ) კაი ეტზოლდი - უმაღლესი განათლების სფეროს საერთაშორისო ექსპერტი;

გ) მაია შუხოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი;

დ) შალვა მეკრავიშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის "ეროვნული სასწავლო გეგმა დანერგვა და მონიტორინგი" პროგრამის "ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება ქვეპროგრამის" ფარგლებში სამოქალაქო განათლების ექსპერტი;

ე) რუსუდან სანაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი;

ვ) ზაზა ფურცელაძე - ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში;

ზ) ანასტასია ქიტიაშვილი - პროფესიული განათლების ექსპერტი;

თ) თეა გულუა - გაეროს განვითარების პროგრამის განათლების მენეჯმენტისა და ინოვაციების სპეციალისტი, პროფესიული განათლების ექსპერტი;

ი) მაკა აბულაძე - ა(ა)იპ - საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციის ასოციაციის წარმომადგენელი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი;

კ) კახაბერ ჭელიძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) ირმა ქურდაძე - სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

მ) ნათია ჯოჯუა - შპს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 13/04/2021

 

გადაწყვეტილება