FAQ

აკრედიტაციის შესახებ


აკრედიტაცია არის პროგრამის შეფასება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან. შეფასება ხორციელდება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება პროგრამის თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის ანალიზს და ასევე ექსპერტთა ვიზიტის დროს მოპოვებულ ინფორმაციას. აკრედიტაცია სავალდებულოა ელექტრონული კურსით ან საკლასო მეცადინეობის ფორმით/მეთოდით დაგეგმილი მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის განხორციელებისთვის. ამასთან, აკრედიტაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს აღნიშნული ფორმით/მეთოდით დაგეგმილი მოხელის პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამა, საჯარო დაწესებულების მოთხოვნის შემთხვევაში.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  ბრძანება №46/ნ  

(პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ) 

 საქართველოს მთავრობის დადგენილება №242 

(პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ)