FAQ

დისტანციური ფორმით პროცესის განხორციელების მიდგომები

დოკუმენტი შემუშავებულია გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების მოქნილობის, უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. წესი განსაზღვრავს იმ შემთხვევებსა და პირობებს, როდესაც შეფასების პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად ან ნახევრად დისტანციური ფორმით, მათ შორის იმ გარემოებებში, როცა ექსპერტთა ჯგუფის ან დაინტერესებული მხარეების ფიზიკური მონაწილეობა შეუძლებელია.

 

წესის მიზანია, რომ განსაკუთრებული გარემოებების მიუხედავად, შეფასების პროცესები განხორციელდეს სანდო, გამჭვირვალე და თანმიმდევრული მეთოდოლოგიით, არ დაირღვეს პროცესის ხარისხი და ობიექტურობა. დოკუმენტი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს.

 

წესი საინტერესოა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ექსპერტთა ჯგუფების წევრებისთვის, საბჭოს წევრებისთვისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში. იგი უზრუნველყოფს ერთიანი მიდგომის დანერგვას დისტანციური შეფასების დაგეგმვისა და განხორციელებისას.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ვიზიტის დისტანციური ან ნახევრად დისტანციური ფორმით განხორციელების წესი და პირობები