თუ პირს, სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან, უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე, ის უფლებამოსილია გააკეთოს განაცხადი ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლების უფლების მინიჭების მოთხოვნით.
სავალდებულო წარმოსადგენი დოკუმენტებია:
• Განცხადება (განცხადების ფორმა)
• განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი).
• სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
• სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე. (ან მიეთითოს გადაწყვეტილების ნომერი)
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე
ასევე, ვინც საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე და ახლა მაგისტრატურაზე სურს ჩარიცხვა, უფლება აქვს, გააკეთოს განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლების უფლების მინიჭების მოთხოვნით.
სავალდებულო წარმოსადგენი დოკუმენტებია:
• Განცხადება (განცხადების ფორმა)
• განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი).
• სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
• ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პირი ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
• · უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე
·