ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ავტორიზაციის მაძიებელმა/აკრედიტაციის მაძიებელმა დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში.
სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მიმართვა სააპელაციო საბჭოსადმი;
ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა/დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) იმ საბჭოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელება;
ე) მოთხოვნა;
ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია;
ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის დადგენილი ვადა;
დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს.
სააპელაციო საბჭო ვალდებულია ავტორიზაციის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, აკრედიტაციის შემთხვევაში კი - 90 კალენდარული დღის ვადაში.
სააპელაციო საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;
ბ) ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოებისთვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.
ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოებისთვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო ან აკრედიტაციის საბჭო განიხილავს საკითხს ამ ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობითდადგენილ ვადაში.
ავტორიზაციასთან/აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტორიზაციის მაძიებელს/აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას სააპელაციო წესით შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია შემდეგი სახით:
1. მერაბ ხოხობაია – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარე;
2. ლელა ალექსიძე – სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
3. ქეთევან ნანობაშვილი – შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საბჭოს მდივანი;
4. ვლადიმერ ადეიშვილი – სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - საბჭოს წევრი;
5. ნათია ილურიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი საბჭოს წევრი;
6. მორის დანდურიშვილი – სსიპ – ქ. ხაშურის №1 საჯარო სკოლის დირექტორი - საბჭოს წევრი;
7. ნინო ჩიკვაიძე – შპს აიბი - მთიების დირექტორი - საბჭოს წევრი;
8. ირაკლი ბარამიძე – სსიპ – კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული განათლების მასწავლებელი - საბჭოს წევრი;
9. გიორგი ომანაძე – შპს სქილვილის პროფესიული განათლების მასწავლებელი - საბჭოს წევრი;
10. ლიკა ბაბლუანი – სსიპ – კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ პროფესიული განათლების მასწავლებელი - საბჭოს წევრი;
11. მაია ხერგიანი – ა(ა)იპ – მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი - საბჭოს წევრი;
12. ქეთევან გილაშვილი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების ექსპერტი - საბჭოს წევრი.
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №478 ბრძანებაში ცვილელების შეტანის თაობაზე
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №478 ბრძანება
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის №369 ბრძანება
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის №343 ბრძანებაში ცვილელების შეტანის თაობაზე
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის №343 ბრძანება