FAQ

,,ევროპული მიდგომის შემუშავება ევროპის საუნივერსიტეტო ქსელის ყოვლისმომცველი ხარისხის უზრუნველყოფისთვის“ – EUniQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ჩართულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში - ,,ევროპული მიდგომის შემუშავება ევროპის საუნივერსიტეტო ქსელის ყოვლისმომცველი ხარისხის უზრუნველყოფისთვის“ – EuniQ, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება ჰოლანდიისა და ბელგიის სააკრედიტაციო ორგანიზაციის (NVAO) ორგანიზებით. აღნიშნული პროექტში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა ქვეყნის 7 ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო, 5 სამინისტრო და ისეთი სააგენტოები, როგორიცაა - ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), ევროპის სტუდენტთა გაერთიანება (ESU) და უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაცია (ENQA).

EUniQ პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის ყოვლისმომცველი ევროპული მიდგომის შექმნა ევროპული უნივერსიტეტებისთვის, რომლის მისაღწევად განხორციელდა სახვადასხვა ევროპული ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი, შეიქმნა ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დამტკიცდება საბოლოო ფორმით, და დაგეგმილია პილოტური შეფასებების ჩატარება ხარისხის უზრუნველყოფის ყოვლისმომცველი მიდგომის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებისთვის.

 

პროექტის - EUniQ ოფიციალური ვებგვერდი - https://www.nvao.net/en/euniq