FAQ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფა

  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემა არის მომსახურების რეგულირებადი სფერო, რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ.

    ახალი დაწესებულების გახსნის (საქმიანობის) შემთხვევაში, უნდა დაფუძნდეს კერძო  სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ან არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. მუნიციპალიტეტს ან მის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს შეუძლია დაწესებულება დააფუძნოს მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

    ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების განსახორციელებლად, დაწესებულება ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია. 

  • ავტორიზაცია არის ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა.

    ავტორიზაციის მიზანია ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებისათვის ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

    ავტორიზაციის სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება შესაბამისი მომსახურების მიწოდების განსახორციელებლად. ამ მიზნით, ავტორიზაცია უზრუნველყოფს ავტორიზაციის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირის (შემდგომ - იურიდიული პირი) შესაბამისობის გარე შეფასებას, რომელიც ეფუძნება ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებულ დასკვნას, ასევე დაწესებულების სტატუსის მაძიებლის ავტორიზაციის განაცხადით და ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.
     

  • ყველა ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ექვემდებარება ავტორიზაციას. 

    თუ თქვენ აპირებთ განახორციელოთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე პროგრამა, კანონით სავალდებულოა შესაბამისი სტატუსის მოპოვება ავტორიზაციის გზით:


    ა) ადრეული აღზრდისა და განათლების პროგრამა –   ადრეული ასაკის (დაბადებიდან 2 წლამდე) ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის საგანმანათლებლო კომპონენტი (კურიკულუმი) ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი მისაღწევი შედეგების მიღწევას;

    ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა – სკოლამდელი ასაკის (2 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე) ბავშვისთვის  და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის საგანმანათლებლო კომპონენტი (კურიკულუმი) ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით, მათ შორის სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი მისაღწევი შედეგების მიღწევას;

    გ) სასკოლო მზაობის პროგრამა – სკოლამდელი ასაკის (5 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე) ბავშვისთვის  და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მომზადებულია სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე და რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.


  • დაწესებულების ავტორიზაციის ვადაა 4 წელი, რომლის მიღებაც უფასოა.

  • დაწესებულების ავტორიზაციის წესი და სტანდარტები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის N76 დადგენილებით „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“.

     

    მომსახურების მიწოდების განსახორციელებლად დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ავტორიზაციის სტანდარტებს.

  • ავტორიზაციის სტანდარტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდზე შესაბამის ჩანართს. 

    ასევე, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევით.

  • მომსახურების მიწოდებისთვის პირველ რიგში საჭიროა მოიპოვოთ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსი. რის შემდგომაც მოგეცემათ უფლება ავტორიზაციის ვადით - 4 წელი, კანონიერად განახორციელოთ მომსახურება.

  • ავტორიზაციის მინიჭების შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლის  მიერ ავტორიზაციის განაცხადის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის ვადაში.

     

    ავტორიზაციის პროცედურა

  • დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებდა საქმიანობას, 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე უკვე დარეგისტრირდა რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.

    დაწესებულების გახსნის მსურველებმა, რომელთაც 2022 წლის 1 ივლისის შემდგომ სურთ საქმიანობის განხორციელება, საქმიანობის დაწყებამდე ცენტრში უნდა წარმოადგინონ განაცხადი დამტკიცებული წესის შესაბამისად.

  • ავტორიზაციის ვადა 4 წელია.

  • არა, რადგან „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით დაწესებულება შეიძლება დაფუძნდეს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

    მუნიციპალიტეტი ან/და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დაწესებულება დააფუძნოს მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

  • თუ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უკვე რეგისტრირებულია და ამასთან, 2023 წელს განხორციელებული აქვს თვითშეფასება დაწესებულებას/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ინდივიდუალურ მეწარმეს, ის ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნოს იურიდიული პირი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;

  • ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნებს იურიდიულ პირს, დაფუძნებული იურიდიული პირის შესახებს ინფორმაციას აცნობებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მეილზე info@eqe.ge 

  • ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. თვითშეფასების ფორმასა და განხორციელების წესს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოქვეყნებულია ცენტრის ვებ. გვერდზე https://eqe.ge/ka/page/parent/1039/tvitshefasebis-gankhorcieleba
    თვითშეფასების განხორციელების წესის მიხედვით, დაწესებულება თვითშეფასებას ახორციელებს წინა სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს იმავე წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში.

  • თვითშეფასება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დაწესებულების თვითშეფასების
    ელექტრონული პლატფორმი  https://kg.eqe.ge/  გამოყენებით.

  • ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.

  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება 8 წევრისაგან, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -https://eqe.ge/ka/page/static/1012/adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-datsesebulebebis-avtorizaciis-sabtcho

  • ავტორიზაციის წევრები შეირჩევიან 2 წლის ვადით. 

  • ცენტრის მიერ მომზადებული მეთოდოლოგიური დოკუმენტები განთავსებულია ვებ. გვერდზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ბლოკში https://eqe.ge/ka/page/parent/1007/adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-khariskhis-uzrunvelyofa