FAQ

პროფესიული და აკადემიური ხარისხის გათანაბრებები

  • აღნიშნული დიპლომი, რომლის მიზნებისთვისაც ხდებოდა პირველი სპეციალობის ფარგლებში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის შედეგების გათვალისწინება და რომელიც განიხილებოდა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლის იმავე სპეციალობის 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად, გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

  • 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.

  • 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

  • მიუხედავად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობისა, პროფესიული განათლების დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი (დიპლომი/სერტიფიკატი) არ უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.

  • საქართველოს კანონის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის  თანახმად,  2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.

  • მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეცნიერებათა კანდიდატის ან მეცნიერებათა დოქტორის დიპლომის ან დიპლომის დუბლიკატის ფორმებს და შესაბამისად, ცენტრის მიერ მათი გაცემის შესაძლებლობას