FAQ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა

  • პროფესიული მომზადების პროგრამა  პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. ხოლო, პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია პირისთვის კომპეტენციების  შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

  • პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს. 

  • პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამები შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა იურიდიულმა პირმა. 

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციასთან დაკავშირებით - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცის საბჭო; ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

  • ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა:

    1.    შორენა ჯაფარიძე - პროფესიული განათლების ექსპერტი / საბჭოს თავმჯდომარე;
    2.    ნინო ელბაქიძე - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროფესიული განათლების პოლიტიკის სპეციალისტი / საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
    3.    მარიამ ქუჩულორია - ა(ა)იპ ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილე / საბჭოს მდივანი;
    4.    ნინო ველთაური - სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი / საბჭოს წევრი;
    5.    ნატალია კვაჭანტირაძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე / საბჭოს წევრი;
    6.    რუსუდან გიგაშვილი - ა(ა)იპ - აგრო დუოს თავმჯდომარე / საბჭოს წევრი;
    7.    ტიტე ბოლქვაძე - პროფესუილი განათლების ექსპერტი / საბჭოს წევრი;
    8.    ნინო გორგოშაძე - სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსი / საბჭოს წევრი;
    9.    ვალერი გულბანი - ა(ა)იპ - ის - კვლევა და ინოვაცია ბიზნესის განვითარებისთვის დირექტორი / საბჭოს წევრი;
    10.    გიორგი ვეკუა - სსკ - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი / საბჭოს წევრი;
    11.    ხათუნა ჩხარტიშვილი - სს „გუდვილის“ HR დეპარტამენტისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი / საბჭოს წევრი.

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება 11 წევრისგან. 

  • პროგრამის ხანგრძლივობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, შეადგენს არანაკლებ 3 წელს.

  • საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს დაიმატოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, გაზარდოს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა, შეცვალოს პროგრამის განხორციელების ადგილი/ფართი, განახორციელოს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირება დაჩქარებული მომსახურების გზით (არაუმეტეს 45 სამუშაო დღეში), თითოეული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხდის საფასურს, რომელიც შეადგენს ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურებისთვის განსაზღვრული საფასურის ორმაგ ოდენობას.

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

    ა) კოლეჯის მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;

    ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს;

    გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;

    დ) ადამიანურ რესურსებს;

    ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის პროფესიულ სტუდენტთა საერთო ზღვრული რაოდენობა აღარ განისაზღვრება. საბჭოს გადაწყვეტილებით თითოეულ პროგრამას განსაზღვრული აქვს შესაბამისი პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა, რაც ეფუძნება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას.

    საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომელიც შეადგენს:

    ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების

    რაოდენობის გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;

    ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების

    რაოდენობის გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,570.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს;

    გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს.

  • ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა ცენტრში წარადგინოს შესაბამისი განაცხადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მისამართის/ფართის ცვლილების შესახებ.

  • პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების პროცედურის ხანრგძლივობაა 60 სამუშაო დღე.

  • პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების რეგისტრაციის პროცედურის ხანრგძლივობაა 30 სამუშაო დღე.

  • რეგისტრაციის საფასურია - 175 ლარი. 

  • პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვებით შესაძლებელია საგანმანათლებლო დაწესებულებამ/იურიდიულმა პირმა განახორციელოს ნებისმიერი პროგრამა მათი შეხედულებისამებრ. რეგისტრაციის გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ მხოლოდ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამები. 

  • არა არ შეიძლება. მომზადება/გადამზადების პროგრამას რეგისტრაციის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ერთი კონკრეტული ავტორიზებული პროგრამა საფუძვლად. 

  • უფლების მოპოვების საფასურია - 815 ლარი. 

  • ინტეგრირების მიზანია საბაზო ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლების მიწოდება და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მეოთხე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, რაც სრულდება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით. ინტეგრირება ხორციელდება მხოლოდ მეოთხე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში. აღნიშნული დიპლომით პირს აქვს შესაძლებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა განაგრძოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 34 კაც/დღე) მიხედვით. კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად. ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ან სხვადასხვა ენაზე განსახორციელებელი ერთი და იგივე პროგრამა საფასურის განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად. 

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს მესამე და მეოთხე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, თუ იგი შეძლებს ავტორიზაციის შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილებას.

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები შეირჩევიან 2 წლის ვადით. 

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:
    ა)პირადი განცხადების საფუძველზე;
    ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში
    შესვლისას;
    გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის
    შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
    დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს
    საქმიანობას;
    ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის
    წესისა და პრინციპების დარღვევის შემთხვევაში;
    ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. 

  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი განთავსებულია „პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის“ რუბრიკაში. 

  • პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131  დადგენილებით  განსაზღვრულია სამი  სტანდარტი. 
    ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა;
    ბ) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები;
    გ) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ადმინისტრირება.

  • აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოებების ვადა განისაზღვრება განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღით.