კონკრეტული სერვისების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალის, ადმინისტრაციული წარმოების ვადების, საფასურების, არსებული შეღავათების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე https://eqe.ge/ka/blocks/12/show
ელექტროუნული ფორმით განცხადებით მომართვა შესაძლებელია, მხოლოდ პორტალ www.my.gov.ge-ის მეშვეობით. საჭიროა მოქალაქეს ჰქონდეს ელექტრონული ხელმოწერა, ხოლო დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენა შესაძლებელია, უშუალოდ ცენტრში მობრძანებით ან ფოსტის მეშვეობით.
მსგავს შემთხვევაში უნდა მიმართოთ საგანმანათლებლო დაწესებულების საარქივოს მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მართალია დაწესებულებას არ ააქვს უფლება გასცეს ან შეეცვალოს საგანმანათლებლო დოკუმენტი, მაგრამ საარქივო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მას ააქვს ცნობის გაცემის უფლება , რომელშიც ასახული იქნება მოქალაქის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაცია, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული შეფასებები. შემდეგ კი შეგიძლიათ ცნობა წარმოადგინოთ ცენტრში, როგორც საგანმანათლებლო დოკუმენტი ნამდვილობის დადასტურების მიზნებისათვის.
არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილნი არიან მისი - მშობლები (დედა ან მამა) ან კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრული მეურვე. განცხადების წარმოდგენა ასევე შეუძლია, არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების (დედის, მამის ან მეურვის) მინდობილ პირს, ამ შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს განცხადების ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისტანციური ფორმით განათლება მიღებულია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად
- დიახ, განმცხადებელი უფლებამოსილია, გადაწყვეტილება გაასაჩივროს, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
უცხოეთში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული საფეხურის პროგრამაზე მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება შესაძლებელია, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
უცხოეთში მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებისათვის, არ არის საჭირო ჩარიცხვის წინაპირობის წარმოდგენა.
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას. ნამდვილობის დადასტურება გულისხმობს გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. შესაბამისად, ცენტრის მიერ უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულების აღიარების შესახებ გაცემული ცნობა ერთ-ერთი დადებითი, თუმცა, არასრული წინაპირობაა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის.
საგანმანათლებლო დოკუმენტაციის არქონის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია განცხადებით მომართოს ცენტრს უცხოეთიდან დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე. განცხადებაში სრულად უნდა იყოს მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების ზუსტი სახელწოდება და ადგილმდებარეობა. თუ ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში ვერ იქნა მოძიებული მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ცენტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, პირის მიერ უცხოეთში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება ასაკის შესაბამის ან მშობლის თანხმობის შემთხვევაში უფრო დაბალ კლასში.
არ ნიშნავს. საგანმანათლებლო დოკუმენტში მითითებული თარიღი ასახავს პირის მიერ ამ დაწესებულებაში სწავლის პერიოდს და არა გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობას.
ცენტრი უზრუნველყოფს უცხოეთის კომპეტენტური ორგანოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას. მონაცემების ასახვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მონაცემების ასახვის ვადები და დაწესებულებისთვის კონკრეტული სტატუსის მინიჭება არ განეკუთვნება ცენტრის კომპეტენციას.
უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან, მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში. ის უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით.
რეზიდენტურა წარმოადგენს დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლებას, რომლის აღიარებაც სცდება ცენტრის კომპეტენციას.
განცხადების შემოტანა შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით. საფასურის გადახდა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განცხადებაზე ხარვეზის განსაზღვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესისი შესაბამისად, ჩერდება წარმოების ვადის ათვლა. ვადის განახლება ხდება, ხარვეზის გამოსწორების შემდგომ, პირველივე სამუშაო დღიდან. დაჩქარებული წარმოების შემთხვევაში, განახლდება ვადის ათვლა და წარმოება დასრულდება გადახდილი დაჩქარებული საფასურის შესაბამის ვადაში, ზემოაღნიშNულიდან გამომდინარე, თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ცენტრი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა. ამასთან, განმცხადებელი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს დაჩქარებული წარმოების მიზნით ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
არა, ერთდღიანი ვადის ათვლა იწყება განცხადების ჩაბარების/დარეგისტრირების მომდევნო სამუშაო დღიდან და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
დასაშვებია, ამასთან დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაშიც, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
განმცხადებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი ენიდან, დოკუმენტში მოცემული სხვადასხვაენოვანი ტექსტის იდენტურობის გათვალისწინებით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის. აღიარებას ექვემდებარება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დასაქმდეს მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად. კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ კონკრეტული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა დამოკიდებულია მოქმედი კანონმდებლობისა და დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე.
დამატებითი ინფორმაცია: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხით" განსაზღვრულია სამედიცინო დაწესებულებაში არსებული თანამდებობები, რომელიც შეიძლება დაკავებულ იქნეს კონკრეტული კვალიფიკაციის/სახელმწიფო სერტიფიკატის საფუძველზე (აღნიშნულთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს).
თუ საკანდიდატო მინიმუმის გამოცდების ჩაბარებას/ასპირანტურის დასრულებას არ მოჰყოლია დისერტაციის დაცვა და შესაბამისი ხარისხის (კანდიდატის/დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, დოქტორის აკადემიური ხარისხი) მინიჭება, ასეთი პირი არ ითვლება დოქტორის აკადემიური ხარისხის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირად.
იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტული მომსახურების დაჩქარების შესაძლებლობას უფრო მცირე ვადაში, ვიდრე ეს გათვალისწინებულია განმცხადებლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის შესატყვისი მომსახურებისთვის, პირი უფლებამოსილია დამატებით წარმოადგინოს მის მიერ გადახდილ თანხასა და უფრო მცირე დროში მომსახურებისთვის კანონმდებლობით დადგენილ საფასურს შორის სხვაობის ცენტრის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთ შემთხვევაში უფრო მცირე ვადაში მომსახურების გასაწევად ვადა აითვლება დამატებითი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენის (სათანადო განცხადების რეგისტრაცია) მომდევნო სამუშაო დღიდან).
ცენტრი უზრუნველყოფს უცხოეთის კომპეტენტური ორგანოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას (მათ შორის ანაბინის (www.anabin.de) საინფორმაციო ბაზაში ასახვის მიზნით). მონაცემების ასახვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მონაცემების ასახვის ვადები და დაწესებულებისთვის კონკრეტული სტატუსის მინიჭება არ განეკუთვნება ცენტრის კომპეტენციას.
სტუდენტს როდესაც უნდა ჩარიცხვა სტომატოლოგიურზე ან მედიცინის რომელიმე პროგრამაზე და აქვს a ლეველის სერთიპიკატი რომელსაც ისეთი საგნები უწერია რომელიც მედიცინას არ ეხება ესეთ სტუდენტს შეუძლია ჩარიცხვა მედიცინის რომელიმე პროგრამაზე?
საქართველოში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სწავლების უფლების მოპოვებისას, უფლების მოპოვების წინაპირობაა სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლების ქონა, შესაბამისად, ამ განათლების ფარგლებში, გასავლელი კონკრეტული ჩამონათვალი, სხვადსხვა პროგრამებზე დაშვებისთვის არა განსაზღვრული, საკმარისია სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლების ქონა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (მათ შორის პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი, ასევე ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატი და სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატი) ექვემდებარება ნამდვილობის დადასტურებას.
მსგავს შემთხვევაში პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეს განეკუთვნება უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის საკითხი, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.