ცენტრის საერთაშორისო აღიარება

გასული წლების განმავლობაში ცენტრმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საერთაშორისო აღიარების, გაცემული კვალიფიკაციების გამჭვირვალობისა და სანდოობის ამაღლების თვალსაზრისით. კერძოდ, ცენტრი არის საერთშორისო და ევროპის მასშტაბით ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე ისეთი წამყვანი ორგანიზაციების წევრი, როგორიცაა: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA) და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრი (EQAR).

 

ცენტრს მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება; ცენტრი გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (CEENQA). ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფთან (BFUG), ხოლო ცენტრის წარმომადგენელი თანათავმჯდომარეობს ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ჯგუფის (BICG) ხარისხის უზრუნველყოფის თემატურ საექსპერტო ჯგუფს (TPG on QA). ცენტრი მონაწილეობას იღებს ERASMUS+-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში და პროექტებში. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის საკითხში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერას ემსახურება ევროკავშირი მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი. უკვე რამდენიმე წელია ცენტრი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით.

 

ცენტრის თვითშეფასების ანგარიში

ENQA-ს პრეზიდენტის წერილი

ცენტრის გარე შეფასების ანგარიში