კალენდარი

arrow ივნისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებით პილოტირების პროცესი განხორციელდება

13 ნოემბერი, 2017


ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პილოტირების პროცესი გრელდება. მორიგი საპილოტე შეფასება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორცილდება. შეფასება ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარდება. ამ მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საერთაშორისო ექსპერტთა მორიგი ჯგუფი ესტუმრა.

ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს სჟიბოლტ ნურდა (ჰოლანდია) - „მაგნა ჩარტას ობზერვატორიის“ პრეზიდენტი, „აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის“ (ბელგია) პრეზიდენტი და „ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის“ ექსპერტი. ჯგუფის წევრია კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი ჰენრიკ თოფტ იენსენი (დანია) - როსკილდის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ემერიტუსი პროფესორი, სინგაპურის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს ყოფილი წევრი და „ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის“ ექსპერტი.

უმაღლესი საგამანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შეფასების პროცესში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ჩართულები არიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი. შემფასებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს უცხოელი ექსპერტი. საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა საავტორიზაციო შეფასებებში სავალდებულო კომპონენტად განისაზღვრა.

პილოტირება ხორციელდება პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge