კალენდარი

arrow იანვარი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
293031    

სიახლეები

ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1 ოქტომბერი, 2015


ტემპუსის პროექტის „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ ფარგლებში, 21-22 სექტემბერს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარიზში, იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრანსნაციონალური განათლების რეგულირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები სომხეთსა და საქართველოში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინირებით შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამუშაო ჯგუფთან ერთად მომზადებული სახელმძღვანელო პრინციპები. სამწლიანი პროექტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროგრამების შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და საპილოტე აკრედიტაციის განხორციელება პარტნიორ უნივერსიტეტებში.


ტემპუსის პროექტის კოორდინატორია ფრანგული უნივერსიტეტი სომხეთში. პროექტის პარტნიორები არიან: დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA), ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD), სომხეთის განათლების ხარისხის ცენტრი (ANQA), იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი (საფრანგეთი), კავკასიის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge