კალენდარი

arrow აპრილი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განახლების პროცესი გრძელდება

5 აპრილი, 2018


მიმდინარე წლის 4 აპრილს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტიანი პროგრამებისათვის) დარგობრივი მახასიათებლის დასრულებული პროექტი განიხილეს.
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2015 წლის თებერვალში დაამტკიცა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო (300-კრედიტიანი) პროგრამის შემუშავების აუცილებლობა განსაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გრძელვადიანი საუნივერსიტეტო პედაგოგიური განათლების რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად დაისახა 2018-2019 სასწავლო წლიდან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება. ამ გარემოებამ „მასწავლებლის განათლების“ უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების აუცილებლობა წამოჭრა, რადგან მკაფიოდ გამოიკვეთა არსებული საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლის განათლებისადმი წაყენებულ ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თავსებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელების საჭიროება.
მიმდინარე წლის იანვრის თვეში ცენტრის დირექტორის ბრძანებით (N08-03/01/208) დამტკიცდა მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებელი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო (300-კრედიტიანი) პროგრამებისათვის, რამაც, თავის მხრივ, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 60-კრედიტიანი მოქმედი დარგობრივი მახასიათებლის გადახედვის საჭიროება წამოწია.
მასწავლებლის განათლების საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამისათვის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება-განხილვის პროცესიც დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობით წარიმართა.
განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო სკოლების ასოციაციის მიერ რეკომენდებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტდა.
სამუშაო ჯგუფის მიერ საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი დარგობრივი მახასიათებლის დასრულებული პროექტის განხილვა წარმატებით დასრულდა. საბჭოს წევრებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელში 60 კრედიტიანი პროგრამების შესაძლო სტრუქტურასთან მიმართებით იმსჯელეს და საინტერესო ინიციატივები განიხილეს. აღნიშნული დარგობრივი მახასიათებლის წარმოდგენილი პროექტის განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოზე განხილვას წინ უძღოდა პროექტის სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა.
დარგობრივი საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს დარგობრივი მახასიათებლის წარმოდგენილ პროექტს, დაადასტურეს მისი მაღალი ხარისხი, შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან. საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრის დირექტორისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლის დასამტკიცებლად წარდგენის რეკომენდაციას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge