მობილობის პროცესი არეგულირებს სტუდენტის გადასვლას ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში. მობილობის პროცესი ხორციელდება წელიწადში ორჯერ შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.
RCG Consulting-ჯგუფმა განახორციელა პროფესიულ განათლებაში სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა...
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ძირითადი მიზანია სკოლის მოსწავლეების უზრუნველყოფა ხარისხიანი სახელმძღვანელოებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრეზიდენტის ინიციატივით ახორიელებს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას ''Summer Jobs''.

ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.

აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
2012 წლის 18 მაისს, 16 საათზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშების გამარტივებული ელექტრონული ფორმით წარმოდგენასთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც დაწესებულებებმა თვითშეფასების წლიური ანგარიშები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით.